პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მამუკა მდინარაძე - საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია

ნახვები: 570 მამუკა მდინარაძე - საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, ამაზე დიდი ღალატი ვერ წარმომიდგენია

საქართველოს ვინც აბრალებს, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში, ის არის საქართველოს მტერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს  რომლის თანახმადაც: „„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხედვაში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს კონკრეტული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. ამავე ხედვაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან კოორდინირებული მუშაობით ეხმარება რუსეთს, რათა გვერდი აუაროს სანქციებს“.

„პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი. საქართველოს ვინც აბრალებს, რომ რუსეთს ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, ის მტრობს საქართველოს. რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ის მტრობს საქართველოს, ეს უნდა შევიგნოთ. შესაბამისად, რომან გოცირიძე გამოვა პარლამენტის სხდომაზე, თუ ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ ენჯეოსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ამას ვინც დააბრალებს, რეალობის საწინააღმდეგოს იტყვის და მოიტყუება, ყველა მტრობს საქართველოს. ხვალაც და ზეგაც იქნება ასეთი მტრობა. ვინც არ უნდა თქვას, ტელევიზია იქნება ეს, ჟურნალისტი, პარლამენტარი, პოლიტიკოსი, ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, ის მტრობს საქართველოს.

როგორ შეიძლება, საკუთარ სამშობლოს აბრალებდე ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო მოქმედებას, როდესაც რეალობასთან აბსოლუტურად შორს არის. სანქციების ჯგუფი ჩამოვიდა ქვეყანაში და ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა, რომ საქართველო რუსეთს მიხმარებოდა სანქციებისთვის თავის არიდებაში. შენი ქვეყნის წარმომადგენელი როცა ამბობს, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს ამ მიმართულებით, ის მტრობს საქართველოს. ამას თავის სახელი უნდა დავარქვათ. ამაზე დიდი ღალატი მართლა ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა