პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ყველანაირად არაადამიანური მოპყრობაა-საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტი

ნახვები: 429 ყველანაირად არაადამიანური მოპყრობაა-საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტი

"საპატრიარქოს უნივერსიტეტი" ამ სახელმა არ მოგატყუოთ, რადგან ყველანაირად არაადამიანური მოპყრობაა აქ - წერს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქ პოსტში და მედიას, საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს მიმართავს და სასწავლებელში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს. უნივერსიტეტს ის ჩრდილოეთ კორეასაც კი ადარებს:

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"სიჩუმე დანაშაულიაა!!!!!!

უნივერსიტეტიი ჩრდილოეთ კორეააა, მე ასე დავარქმევდი ამ უნივერსიტეტს, სადაც ვაკუუმშია ყველაფერი, ისიც არსად თქმულა კოვიდი რო დადასტურდა უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების მსვლელობისას, რადგან ეს ყველაფერი იყო რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტში უნდა გვეწერა გამოცდები. დღეს უკვე 4000 კოვიდდადასტურებული შემთხვევაა და მაინც დაჟინებით ითხოვს უნივერსიტეტი აუდიტორიაში წერას, როცა კოვიდი დადასტურდა უნივერსიტეტში, ასევე სიცივე იყო უნივერსიტეტში, რადგან არ მუშაობდა თურმე გათბობა. გავაგრძელოთ იმით რომ არ ითვალისწინებენ სტუდენტების მდგომარეობას, არანაირ შეხვედრებს და სტუდენტების თხოვნას შედეგი არ გამოუღია, არ შეიძლება ასეთი მიდგომა უნივერსიტეტისგან. საპატრიარქოს სახელს ატარებს უნივერსიტეტი და იქნებ მოყვეს ამ ფაქტს გამოხმაურება და მოგვაქციონ სტუდენტებს ყურადღება, გაითვალისწინონ ჩვენი აზრი, როდესაც ყველა უნივერსიტეტი ითვალისწინებს სტუდენტების აზრს. "საპატრიარქოს უნივერსიტეტი" ამ სახელმა არ მოგატყუოთ, რადგან ყველანაირად არაადამიანური მოპყრობაა აქ. 3 წლის მანძილზე ამ უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე იყო, ბოლო ორი წელია ყველაფერი აირია არ ითვალისწინებენ არაფერს. იქნებ მოგვაქციოთ ვინმემ ყურადღება.

ჯერ ადამიანობაა და შემდეგ სხვა დანარჩენი თუნდაც განათლება." წერს ერთ-ერთი სტუდენტი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა