კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს

ნახვები: 586 ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ომში, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის უზრუნველყოფას და ისრაელიდან გატაცებული ყველა მძევლის გათავისუფლებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფით.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ისაუბრა ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად ზავის აუცილებლობასა და რაფაჰში სამხედრო ოპერაციის საშიშროებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში საუდის არაბეთიდან ჩავიდა. როგორც ისრაელის მედია წერს, საუდის არაბეთში მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო უფრო დიდი გეგმის ირგვლივ, რომელშიც საუდის არაბეთი აღიარებს ისრაელს, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საქმეში სანდო პროგრესის სანაცვლოდ.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ მცირე საკითხები რჩება გადაუჭრელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა