თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ნახვები: 697 სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

როგორც ილია თოფურიამ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება.

„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ ტიტულის მიღება. წავედი საქართველოდან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით ვივსები. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. ახლა წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ილია თოფურიამ.

ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ილია თოფურია და მისი მსგავსი ადამიანები არიან ცოცხალი მაგალითები ახალგაზრდებისთვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჯილდო გადავცე ილია თოფურიას. იგი ძალიან სამაგალითოა ბევრ ასპექტში, მათ შორის  ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიო, იქნება ეს საქართველოში, საზღვარგარეთ. ილია თოფურია და მისი მსგავსი ადამიანები არიან ცოცხალი მაგალითები ახალგაზრდებისთვის. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას აკლია მაგალითები, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ მოისურვეთ, შეგინარჩუნდეთ საქართველოს მოქალაქეობა. ესეც არის  სერიოზული გზავნილი მათთვის, ვინც ცხოვრობს უცხოეთში, რათა დროულად გამოთქვან მოქალაქეობის  სურვილი. სხვადასხვა ფორმა არსებობს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, მინიჭების,  მთავარია სურვილი, ნება და ეს ნება თქვენ გამოიჩინეთ. ეს არის ქართველობა, ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი, სადაც არ უნდა იყო და როგორი წარმატებულიც არ უნდა იყო. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა