თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრეზიდენტი ილია თოფურიას - მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ დროულად გამოიჩინეთ ინიციატივა, საქართველოს მოქალაქეობა შეგენარჩუნებინათ - ეს არის საკუთარი ქვეყნის ერთგულება

ნახვები: 646 პრეზიდენტი ილია თოფურიას - მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ დროულად გამოიჩინეთ ინიციატივა, საქართველოს მოქალაქეობა შეგენარჩუნებინათ - ეს არის საკუთარი ქვეყნის ერთგულება

ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, დღეს ეს ჯილდო გადმოგცეთ - ეს მაგალითია ახალგაზრდებისთვის, ჩვენს საზოგადოებას მაგალითები ზოგადად აკლია და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია , - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენ ილია თოფურიას მისი ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე.

გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ილია თოფურიამ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ინიციატივა დროულად გამოიჩინა, რადგან ამ გზავნილს უცხოეთში წასული ბევრი ახალგაზრდა გაიზიარებს.

„ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, დღეს ეს ჯილდო გადმოგცეთ. ეს მაგალითია ახალგაზრდებისთვის, რა სიმაღლეებს შეიძლება მივაღწიოთ საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. სპორტი მართლაც საერთაშორისო დარგია და საიდანაც არ უნდა იწყებდე, მთავარია ყველაზე მაღალ ადგილზე ახვიდე. ჩვენი ქვეყნისთვისა და ახალგაზრდებისთვის საჭიროა გაიგონ, რომ ჯანსაღი ცხოვრება მათი ცხოვრებისთვის აუცილებელია. თქვენსავით გამარჯვებული სპორტსმენები მათთვის ცოცხალი მაგალითები არიან. ჩვენს საზოგადოებას მაგალითები ზოგადად აკლია და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ თქვენ დროულად გამოიჩინეთ ინიციატივა, საქართველოს მოქალაქეობა შეგენარჩუნებინათ. ეს სურვილი ნიშნავს, რომ ქვეყანასთან კავშირს ინარჩუნებთ. ნიშნავს, რომ რა არ უნდა წარმატებული იყოთ, მაინც გინდათ ატაროთ საქართველოს დროშა და მისი წარმომადგენელი იყოთ. ამისთვის, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ, რადგან ამ გზავნილს ძალიან ბევრი ახალგაზრდა აიტაცებს. ეს არის საკუთარი ქვეყნის ერთგულება, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო. ბედნიერი ვარ, რომ თქვენს გამარჯვებას აღვნიშნავთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა