კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი პესკოვი - რუსეთისთვის სპეცოპერაცია ომად იქცა

ნახვები: 505 დიმიტრი პესკოვი - რუსეთისთვის სპეცოპერაცია ომად იქცა

მას შემდეგ, რაც დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის მონაწილე გახდა, სპეცოპერაცია ომად იქცა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, როდესაც კოლექტიური დასავლეთი გახდა ამის მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომად იქცა. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ყველამ უნდა გაიგოს, თავისი შიდა მობილიზაციისთვის“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მოგვიანებით პესკოვმა განმარტა, რომ სპეცოპერაციის სამართლებრივი სტატუსი არ შეცვლილა, მაგრამ დე ფაქტო, „კოლექტიური დასავლეთის“ ჩართვის შემდეგ, ის რუსეთისთვის ომში გადაიზარდა.

მისივე მტკიცებით, ახლა რუსეთის მიზანია ე.წ. „ოთხი ახალი რეგიონის“ მაცხოვრებლების დაცვა და ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც კიევს, ფაქტობრივად, „ოკუპირებული“ აქვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა