Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მალე საქართველოში „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც ეფექტურობით გამოირჩევა

ნახვები: 359 მალე საქართველოში „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც ეფექტურობით გამოირჩევა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რომ „ომიკრონის" შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულების მკურნალობა სათანადოდ უზრუნველყოს.

მისივე თქმით, შეუკვეთეს და რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამატებით მიიღებს „ფაიზერის" და „მერკის" წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც, როგორც მინისტრი ამბობს, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის" შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის" და „მერკის" წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ.

„დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად, უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა", - აღნიშნა აზარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა