კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს - რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ?

ნახვები: 570 დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს - რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ?

შენ ხარ ტიპური, კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ, როდესაც ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის ფარგლებში, სიტყვით გამოდიოდა.

უფრო კონკრეტულად სიტყვიერი დაპირისპირება და დარბაზიდან უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები ვაშაძის იმ გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.

„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, - მიმართა ადგილიდან დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს.

რაც შეეხება უშუალოდ ვაშაძის განცხადებას, მისი ინფორმაციით, ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. გიორგი ვაშაძემ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე. ვაშაძის კითხვის პასუხად, თავდაპირველად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია აღშფოთდა, რომელმაც ვაშაძეს მიმართა, თუ რატომ არის მოღალატე.

ანალოგიური შეფასებები ვაშაძის მისამართით „ხალხის ძალის“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ასევე, სიტყვიერ დაპირისპირებაში, ასევე, უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჩაერთო.

კოლეგების გიორგი ვაშაძემ უთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ დასმულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა და პროვოკაციის მოწყობით საკითხის გადაფარვას ცდილობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა