Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, ახლა თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი

ნახვები: 562 პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, ახლა თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი

ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო. ახლა ქართველებმა უნდა გაიარონ ეს კარი. კარი ღიაა, მაგრამ თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი ერთად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულია იმით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა და კიდევ უფრო მოხარულია იმით, რომ ევროკავშირმა მას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, კარი გაუღო.

„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ახლა ქართველებმა უნდა გაიარონ ეს კარი. ასე რომ, კარი ღიაა, მაგრამ თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი ერთად. ევროკავშირის ინტეგრაციის პრიორიტეტზე ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია, საჭიროა ყველამ ერთად კონსტრუქციულად იმუშაოს, მაგრამ რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, თქვენი გადასაწყვეტია. მე ვგულისხმობ იმას, თუ რაიმე მიზეზით გრძნობთ, რომ გჭირდებათ მეტი დრო, ან რომ კიდევ მეტად უნდა დაფიქრდეთ, ან არსებობს სხვა პრიორიტეტები ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა, ეს თქვენი არჩევანია. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რაც აქ, თბილისში გაკეთდება, მაგრამ რაშიც ნამდვილად მინდა დაგარწმუნოთ, არის, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებით, 27 წევრმა ქვეყანამ ხმამაღლა განაცხადა : კარი ღიაა, გელოდებით“, - აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან რომელია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ელჩმა უპასუხა, რომ ყველა მათგანი მნიშვნელოვანია.

„მე სრულად ვეთანხმები, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის ერთგულებით, შეუერთდნენ ევროკავშირს, ძალიან მყარი, პროფესიონალური ადმინისტრირებით, ევროკავშირში გაწევრიანების უზარმაზარი სახალხო მხარდაჭერით, ცხრავე ნაბიჯი შეიძლება ძალიან სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, რომ დრო იწურება. როგორც ვიცით, საქართველოში არჩევნები ახლოვდება და საარჩევნო კამპანია არ არის საუკეთესო გარემო სერიოზული რეფორმების განსახორციელებლად. ასე რომ, დრო არ უნდა დაიკარგოს“, - აღნიშნა ელჩმა.

დიპლომატის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო.

„ევროკავშირმა, თავის მხრივ, საქართველოს კარი გაუღო. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ახლა ქართველებმა უნდა გაიარონ ეს კარი. ასე რომ, კარი ღიაა, მაგრამ თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი ერთად. ევროკავშირის ინტეგრაციის პრიორიტეტზე ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია, საჭიროა ყველამ ერთად კონსტრუქციულად იმუშაოს, მაგრამ რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, თქვენი გადასაწყვეტია. მე ვგულისხმობ იმას, თუ რაიმე მიზეზით გრძნობთ, რომ გჭირდებათ მეტი დრო, ან რომ კიდევ მეტად უნდა დაფიქრდეთ, ან არსებობს სხვა პრიორიტეტები ევროკავშირში ინტეგრაციის გარდა, ეს თქვენი არჩევანია. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რაც აქ, თბილისში გაკეთდება, მაგრამ რაშიც ნამდვილად მინდა დაგარწმუნოთ, არის, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებით, 27 წევრმა ქვეყანამ ხმამაღლა განაცხადა: კარი ღიაა, გელოდებით“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა