კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

ნახვები: 542 ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, - აცხადებს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ტაჯიკეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეიძლება ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვიოს.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. რუსულმა მედიამ 4 ეჭვმიტანილის ვინაობა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა