თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მამუკა მდინარაძე „ენჯეოებს“ - არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული, საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაგიჯერათ კიდეც - თავად გამოდით და დადეთ: რაში იხარჯება ფული?

ნახვები: 561 მამუკა მდინარაძე „ენჯეოებს“ - არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული, საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაგიჯერათ კიდეც - თავად გამოდით და დადეთ: რაში იხარჯება ფული?

ჩვენ გვაინტერესებს ფინანსების გამჭვირვალობა, არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული, რაღაც ნაწილმა საზოგადოებისა დაგიჯერათ კიდეც, თავად თქვენ გამოდით და დადეთ - რაში იხარჯება ეს ფული?, - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართა.

მისივე შეფასებით, „უამრავი სფეროა ქვეყანაში, რომელსაც „ენჯეო“ სფერო აფინანსებს და ეს კარგ საქმეს ხმარდება, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე“.

„ალბათ, შარშანდელი ამბავი გახსოვთ, რომ ჩვენ უარი ვთქვით აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მიღებაზე, ბევრი რამ გავითვალისწინეთ და გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენმა ოპონენტებმა საზოგადოების ნაწილის მოტყუება შეძლეს. შესაბამისად, ჩვენ ამ თემას არ ვუბრუნდებით, მაგრამ ჩვენ დაპირება ჩვენი ოპონენტებისგან და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებისგან გვქონდა, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა, ხომ ლაპარაკობენ, რომ გამჭვირვალეა ისედაც, რომელიმე თქვენგანმა ვინც აქ ბრძანდებით, რაიმე გამჭვირვალობის ნატამალი „ენჯეოს“ დაფინანსებასთან დაკავშირებით იცით? რაიმე მონაცემი ამ წუთში შეგიძლიათ? კვირაზე მეტია ამ შეკითხვას ვსვამ. ვინმემ რამე იცით? ნებისმიერი ტელევიზიის ჟურნალისტს გეკითხებით, ნებისმიერი მიმართულებით დაინტერესებულს - რამე იცით? მხოლოდ პოზიტიური ნაწილი ვიცით, ის რაც კარგ საქმეს ხმარდება, მშვენივრად პიარდება ნამდვილად, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. მაგალითად: როდესაც ისინი ტრენინგს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ატარებენ, ფერმერებს ეხმარებიან. დიდი მადლობა ჩვენ პარტნიორებს ამისათვის, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული დაფინანსებები მიდის, უამრავი სფეროა ქვეყანაში, რომელსაც „ენჯეო“ სფერო აფინანსებს და ეს კარგ საქმეს ხმარდება, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და საქართველოს მოქალაქეს წარმოდგენა არ აქვს, თავისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდელის მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება. ჩვენ გვაინტერესებს ამ ფინანსების გამჭვირვალობა, არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული, რაღაც ნაწილმა საზოგადოებისა დაგიჯერათ კიდევაც, თავად თქვენ გამოდით და დადეთ - რაში იხარჯება ეს ფული?

„ენჯეო“ სექტორს მივმართავ, განსაკუთრებით მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც განსაკუთრებული რადიკალიზმით, ხანდახან „ნაცებზე“ მეტი რადიკალიზმითაც გამოირჩევიან ხოლმე. ამ ყველაფერში, რასაც აკეთებთ ფული იხარჯება, თუ თქვენ ენთუზიაზმით აკეთებთ ამას? ის, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული კანონის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროთ, რაც ეს კანონი გასაჯაროვდება. ტრენინგები, რომ ჩატარდა მერე თვითონ ტრენინგის ჩამტარებლები, რომ ამბობდნენ, რომ რუსულ დეზინფორმაციაზე ვატარებდით ტრენინგსო და დამფინანსებელმა, რომ თქვა უფლებებზე იყოო. სინამდვილეში, ჩვენ კი მესამე და სწორი ვერსია ვიცით, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონთან დაკავშირებით იყო. წინასწარ რაღაცებს, რომ გეგმავდნენ. სიმართლე სად არის? - გასაჯაროვდეს, დაიდოს. და ჩვენ გვეცოდინება ყველაფერი და საზოგადოებას ეცოდინება, რაში სჭირდებათ დამალვა. პარლამენტის წევრებმა 2 და 3 ლარი შეცდომა, რომ დაუშვას დეკლარაციაში, 1 000-1 000 ლარით დააჯარიმეს სულ ყველა, ისევე ჩვენმა შექმნილმა უწყებებმა, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი სად იხარჯება არ უნდა ვიცოდეთ?“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა