კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, საწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა დაჯილდოვდება

ნახვები: 641 ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, საწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა დაჯილდოვდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება ის 26 ფეხბურთელი, რომელიც საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე იყო გამოძახებული.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ასევე, დაჯილდოებული და ღირსების ორდენზე წარდგენილი იქნება მთლიანად საწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებული იყო ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად საწვრთნელო შტაბი იქნება დაჯილდოებული და წარდგენილი ღირსების ორდენზე. ფედერაციის ხელმძღვანელობა, ასევე, იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ისინი ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან. ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც მათ შეიძლება ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან მიიღონ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს ნაკრებს და ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, წინ გველის კიდევ ძალიან ბევრი გამარჯვება და წარმატებები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ. დღეს ფეხბურთია ერთადერთი აქტუალური თემა, აქედან გამომდინარე, სხვა საკითხებზე არ მგონია განცხადების გაკეთება ღირდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა