კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება

ნახვები: 602 მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების შეაფასება დაიწყო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად განსხვავებულ ეტაპზეა - არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და სტატუსის მოპოვებამ ევროკავშირთან ურთიერთობები თვისობრივად შეცვალა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაცია გარდაუვალია, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომითი ბაზრის გახსნას გულისხმობს. როგორც ბოჭორიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ის რაც ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციას უკავშირდება, გარკვეულწილად მიგრაციასაც უკავშირდება.

„ათწლეულების მანძილზე საქართველოს მოქალაქეებს ურთულესი გზის გავლა უწევთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების შესაძლებლობა მოიპოვონ. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების ლეგალური გზების ძიების გამო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას კარგავენ, რაც მათი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობებს ამცირებს.

არალეგალურ მიგრაციასთან გასამკლავებლად და უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად, საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდანვე დაიწყო მუშაობა. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ აფასებენ, თუმცა დღეს როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის შემუშავება და სწორი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ არალეგალური გზების ძიება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მუშაობისთვის და მეორე მხრივ, ჩვენ ქვეყანას არ მიადგენს ამ პროცესებით ზიანი. სამწუხაროდ, მიგრაციასთან მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ძალიან ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება, რაც დამაზიანებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას გარკვეულ ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ თემის ინსტრუმენტალიზაციას ახდენს და საგნობრივი დისკუსიებისა და საკითხისადმი კომპლექსური მიდგომის ნაცვლად, ძალიან ხშირად ადგილი აქვს დემაგოგიურ განცხადებებს, რაც არაფრის მომტანია არც ჩვენი მოქალაქეებისთვის და არც იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან“, - განაცხადა ბოჭირიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

რეკომენდაციების შესრულების შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას სახელმწიფო ორგანოებისგან, მათ დამუშავებას, საკომიტეტო მოსმენების ჩატარებას და შეფასების ანგარიშის მომზადებას. აღნიშნულ პროცესს პარლამენტის კომიტეტი განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის “ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ ხელშეწყობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა