კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლაფ შოლცი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში

ნახვები: 582 ოლაფ შოლცი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოსახლეობისადმი სააღდგომო მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ყველა მივისწრაფვით უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ქრისტიანები ამისთვის ლოცულობენ აღდგომის მსახურების დროს. ასევე სიმართლეა, რომ მშვიდობა თავისუფლების გარეშე არის ჩაგვრა, ასევე არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ასევე საჭიროა ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„მრავალი ათწლეულის განმავლობაში მშვიდობა ევროპაში ემყარებოდა ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს: საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით. აღარასდროს! ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია“, – განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა