კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, შეინარჩუნონ რწმენა მაშინაც კი, თუ მათ მწუხარება, შიში ან სხვა განსაცდელი დაეუფლებათ

ნახვები: 568 რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, შეინარჩუნონ რწმენა მაშინაც კი, თუ მათ მწუხარება, შიში ან სხვა განსაცდელი დაეუფლებათ

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპმა სააღდგომო მსახურება აღავლინა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 87 წლის ფრანცისკე ტაძარში ეტლით მიიყვანეს. სააღდგომო მესა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვატიკანის ცნობით, მსახურებას ექვსი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ქადაგებისას, რომის პაპმა მოუწოდა ქრისტიანებს, შეინარჩუნონ რწმენა მაშინაც კი, თუ მათ მწუხარება, შიში ან სხვა განსაცდელი დაეუფლებათ.

„ჩვენთანაც შეიძლება, ასე იყოს. ზოგჯერ შეიძლება ვგრძნობდეთ, რომ დიდი ქვა ხერგავს ჩვენი გულის კარს, ახრჩობს სიცოცხლეს, აქრობს იმედს, გვატყვევებს შიშისა და წუხილის აკლდამაში და გვეღობება სიხარულისა და იმედის გზაზე. ასეთ ქვებს ვაწყდებით ჩვენი ცხოვრების გზაზე ყველა განსაცდელისას და ისეთ სიტუაციებში, რომლებიც გვართმევენ ენთუზიაზმსა და სიმტკიცეს. ჩვენ ვაწყდებით მათ მწუხარების ჟამს, საყვარელი ადამიანების გარდაცვალებით დატოვებულ სიცარიელეში, წარუმატებლობისას და შიშისას, რომელიც გვაბრკოლებს სიკეთის მიღწევისგან. ჩვენ ვაწყდებით მათ ეგოიზმის რეზინის კედლებში და გულგრილობაში, რომელიც აკავებს უფრო სამართლიანი და ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბების ძალისხმევას, მშვიდობისკენ ყველა ჩვენს მისწრაფებაში, რომელიც აწყდება ულმობელ სიძულვილს და ომის სისასტიკეს“, – განაცხადა რომის პაპმა.

დღეს რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე მესას ჩაატარებს და ტრადიციული მიმართვით Urbi et Orbi წარდგება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა