Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
Council of Europe urges Ukraine to strengthen protection of Roma and LGBTI people against discrimination

სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო

ნახვები: 377 სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. კერძოდ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან თაღლითობაში მონაწილეობაზე.

„მამუკა ხაზარაძის ქმედება საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). მამუკა ხაზარაძე ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მეხუთე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის (გასულია დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა) თანახმად, მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება - საქართველოს საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

ბადრი ჯაფარიძის ქმედება საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მეხუთე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის (გასულია დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა) თანახმად, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება - საქართველოს საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 9 აგვისტოს განჩინებით ბადრი ჯაფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ბადრი ჯაფარიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

ავთანდილ წერეთლის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 25-194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტიდან (თანამონაწილეობა ჯგუფურად ჩადენილ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ფულის გათეთრებაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტზე (თანამონაწილეობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). ავთანდილ წერეთელი ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (თანამონაწილეობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის (გასულია დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა) თანახმად, ავთანდილ წერეთელი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილი აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება გაუქმდეს. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ავთანდილ წერეთლის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული გირაო. ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა, კერძოდ, ყადაღა მოეხსნას მამუკა ხაზარაძის სახელზე გაერთიანებულ სამეფოში მდებარე HSBC ბანკში გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ მილიონ-ნახევარ ფუნტ სტერლინგს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა, კერძოდ, ყადაღა მოეხსნას „თიბისი ბაკში", ლიბერთი ბანკში", „ტერა ბანკსა" და „ქართუ ბანკში" მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი თანხებიდან 11 მილიონ 323 188 აშშ დოლარის ეკვივალენტს. ასევე, „თიბისი ბანკში", „ლიბერთი ბანკსა" და „ტერა ბანკში" ბადრი ჯაფარიძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი თანხებიდან 5 მილიონ 340 812 აშშ დოლარის ეკვივალენტს.

საქმეზე არსებულ ნივთმტკიცებებს რაც შეეხება, ელექტრონული დისკები შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით", - განაცხადა მოსამართლემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა