კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ევროკავშირი გვეუბნება: მიხედეთ სასამართლო სისტემას, აქეთ გვყავს ივანიშვილის პარტია, რომელიც ჩაბღაუჭებულია „კლანს“

ნახვები: 595 გიორგი ვაშაძე - ევროკავშირი გვეუბნება: მიხედეთ სასამართლო სისტემას, აქეთ გვყავს ივანიშვილის პარტია, რომელიც ჩაბღაუჭებულია „კლანს“

ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება - გინდა ევროკავშირი? გინდათ, რომ იყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო? მაშინ მიხედეთ სასამართლო სისტემას - აბსოლუტურად სამართლიანია, მივესალმები ნებისმიერ მსგავს პროტესტს, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ის დედაქალაქში სასამართლოსთან დაკავშირებულ წარწერებს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ქვეყნის ხელისუფლება ჩაბღაუჭებულია სასამართლო „კლანს“.

„რეალობა არის შემდეგი, ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება: გინდა ევროკავშირი? გინდათ, რომ იყოთ ევროპული ტიპის სახელმწიფო? მაშინ მიხედეთ სასამართლო სისტემას. აქეთ გვყავს ივანიშვილის პარტია, რომელიც ჩაბღაუჭებულია „კლანს“ და ამბობს, რომ არა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესების დამცველი მოსამართლეები, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ აბსოლუტურად სამართლიანია, მივესალმები ნებისმიერ მსგავს პროტესტს.

რაც მთავარია ჩვენ დიდი ეროვნული ერთობა გვჭირდება 26 ოქტომბერს, იმიტომ, რომ ასე ჭიდაობით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. თუ ჩვენ გვინდა განვითარება, წინსვლა, რომელმაც ქვეყანას უნდა მოუტანოს ეკონომიკური აღმავლობა, სამუშაო ადგილები, მაღალი ანაზღაურება, ნორმალური ცხოვრება, ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება, დემოგრაფიული ფონიც გამოსწორდება, ეს ამ პირობებში ვერ მოხდება ვერცერთ შემთხვევაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, რაც მეტი ჩვენი მოსამართლე დასავლურ სახელმწიფოებში ჩავა და „იმ გამოცდილებას და პრაქტიკას გაიზიარებს, რომელიც საქართველოს განვითარებაში გამოადგება, მით უკეთესი“.

„ხომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ამ სასამართლოთი ევროკავშირში ვერ შევალთ. ამ ელიტური მმართველობით და ელიტური კორუფციით ევროკავშირში ვერ შევალთ. აი, ამ ივანიშვილის პარტიის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ევროკავშირში ვერ შევალთ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რას გვეუბნება ევროკავშირი, აქ არის საუბარი იმაზე, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ.

კარგის მეტი არაფერი. თუ ბევრი მოსამართლე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა და ნახავენ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო რა არის, ამაზე კარგს ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. მივესალმები, რაც მეტი ჩვენი მოსამართლე დასავლურ სახელმწიფოებში ჩავა და იმ გამოცდილებას და პრაქტიკას გაიზიარებს, რომელიც საქართველოს განვითარებაში გამოადგება, მით უკეთესი. რაც ნაკლები იქნება „კლანის“ წევრი მოსამართლე სასამართლო სისტემაში, მით უკეთესი“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა