კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სახელმწიფო დეპარტამენტი -აშშ-ს სირიაში ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ირანის საკონსულოზე თავდასხმის შესწავლა დაევალა

ნახვები: 558 სახელმწიფო დეპარტამენტი -აშშ-ს სირიაში ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ირანის საკონსულოზე თავდასხმის შესწავლა დაევალა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, აშშ-ს სირიაში ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც მომხდარის შესწავლა დაევალა.

„ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, რათა მეტი ინფორმაცია მივიღოთ მომხდარზე“, – აცხადებს მილერი.

სპიკერის თქმით, ამ ეტაპზე აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინაა მომხდარზე პასუხისმგებელი.

მედიასთან საუბრისას მილერმა ასევე აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს რამე მიზეზს, რომ სირიაში განხორციელებულმა თავდასხმამ გავლენა იქონიოს მოლაპარაკებებზე მძევლების გათავისუფლების შესახებ.

„ვიდრე ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ, თუ რა მოხდა ზუსტად, არ მსურს ამაზე კონკრეტულად საუბარი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვწუხვართ ნებისმიერ რამეზე, რაც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს“, – აღნიშნა მილერმა.

დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად საკონსულოს შენობა განადგურდა. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები, მათ შორის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა