პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე დაკისრებული 175 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

ნახვები: 577 დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე დაკისრებული 175 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკისრებული გირაო გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გირაოს ოდენობა 175 მილიონ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ამით მან თავიდან აირიდა აქტივების ჩამორთმევა, რაც გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში შეიძლებოდა, მომხდარიყო. თუმცა, ის აღნიშნულ საქმეზე თავს დამნაშავედ კვლავ არ თვლის.

ცნობისთვის, ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, შეეჩერებინათ სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება და მისცა ათი დღე, რათა გადაეხადა შემცირებული გირაო 175 მილიონი დოლარის ოდენობით. მანამდე, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა 464 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაფარვას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფინანსურ კომპანიას მიმართა დახმარებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა