კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 369 დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული-შალვა პაპუაშვილი

კითხვის ნიშანს სვამენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა დანაშაული, დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ეს მძიმე განაჩენია, რადგან ეს გახლავთ გამამტყუნებელი განაჩენი. როდესაც სასამართლომ მოახდინა ამ დანაშაულის კვალიფიცირება, აქედან გამომდინარე ვიცით, რომ მხარე აპირებს გასაჩივრებას, მაგრამ დღეს გვაქვს განაჩენი, ფაქტები, რომლებიც წარდგენილი იყო ბრალდების მხრიდან. სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ფაქტები დადასტურებულია და დანაშაულის კვალიფიკაციაც მისცა ამას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტარის უფლებამოსილების შეჩერებას, ამაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლებამოსილების შეჩერებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პარლამენტისა და დეპუტატების გადასაწყვეტია.

„უნდა დაველოდოთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნას. რაც შეეხება სპეკულაციებს ამ საქმის პოლიტიკურ სარჩულთან დაკავშირებით, ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც იყო საუბარი, მგონი, არავინ, მათ შორის, არც დაცვის მხარე აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. 17 მილიონი დოლარის თუ ლარის, ზუსტად არ მახსოვს, ამ თანხის გამოტანა მოხდა „თიბისი ბანკიდან", შემდეგ ამ თანხის გადასესხება მოხდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის აქვს კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანს ისინი გამოთქვამენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა ეს დანაშაული. დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა