კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მდინარაძე აცხადებს, რომ ივანიშვილი ე.წ. რუსული კანონის მომხრეა - ჩვენი ინიციატივა იყო და ბიძინა ივანიშვილი დაგვეთანხმა

ნახვები: 567 მდინარაძე აცხადებს, რომ ივანიშვილი ე.წ. რუსული კანონის მომხრეა - ჩვენი ინიციატივა იყო და ბიძინა ივანიშვილი დაგვეთანხმა

ჩვენი ინიციატივა იყო და ბიძინა ივანიშვილი დაგვეთანხმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ე.წ. რუსული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირების შესახებ განაცხადა.

"ამ გადაწყვეტილების თანაინიციატორები ვართ ყველანი, ლიდერები. უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა, ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხზე საუბარი უმრავლესობამ გუშინწინდელ სხდომაზე დაიწყო და გუშინ გააგრძელა.

ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ „ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა