კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის დასახელება აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან

ნახვები: 635 შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის დასახელება აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის დასახელება ევროკავშირის დირექტივის პროექტიდანაა აღებული.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ევროკომისიის მიერ ინიცირებულ პროექტში კიდევ უფრო მძიმე ტერმინოლოგიაზეა საუბარი.

„ეს დასახელება აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული. ზუსტად ამ ტერმინოლოგიას იყენებს. იქ საერთოდ კიდევ უფრო მძიმე ტერმინია, უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობაზეა საუბარი. დირექტივა ეხება უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლების გამჭვირვალობას, უფრო მძიმე ტერმინოლოგიაა, ვიდრე ჩვენთან, სადაც საუბარია უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დირექტივა, წევრი ქვეყნების გარდა, ყველას ეხება.

„რაც შეეხება, ვის ეხება ევროკავშირის დირექტივა – ყველას. სხვათა შორის, საქართველოსაც ეხება ეს დირექტივა. თუკი საქართველოს სახელმწიფო ევროკავშირში დააფინანსებს იმას, რასაც სხვადასხვა ფონდი საქართველოში აფინანსებს, საქართველოც, ამის დამფინანსებელიც მოხვდება ზუსტად ამ დირექტივის ქვეშ. ის ეხება ყველას, ევროკავშირის წევრების გარდა, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა განიხილება ერთ შიდა სივრცედ. ამერიკასაც ეხება და ამერიკული ორგანიზაცია ევროკავშირში რომ დააფინანსებს, ისიც დაადეკლარირებს, ეხება რუსეთსაც, ჩინეთსაც და საქართველოსაც, ყველას. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეხება ყველას საქართველოს მიღმა. თავისთავად, ეს არის ამ კანონპროექტის ლოგიკა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა