კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თინა ბოკუჩავა - უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფს ქალებს პარლამენტარად წოდებული ბექა ოდიშარია

ნახვები: 571 თინა ბოკუჩავა - უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფს ქალებს პარლამენტარად წოდებული ბექა ოდიშარია

რეალურად, ასეთი განცხადების გამო, უმრავლესობა უნდა ატოვებინებდეს მანდატს ოდიშარიას, მაგრამ, როდესაც ქალებს თავად ებრძვიან, კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება , - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელ რეპლიკას ქალების მისამართით.

ბოკუჩავას თქმით, დღეს, როდესაც ქალთა კვოტირება გააუქმეს პარლამენტში, "ივანიშვილის პარტიამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ებრძვის ქალებს და ცდილობს, განდევნოს ქალები პარლამენტიდან, პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან.

“დღეს, როდესაც ქალთა კვოტირება გააუქმეს პარლამენტში, ივანიშვილის პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ებრძვის ქალებს და ცდილობს, რომ განდევნოს ქალები პარლამენტიდან, პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან, იმიტომ, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70% სწორედ ქალია, ამ ფონზე უშვერი სიტყვებით, შეურაცხყოფს ქალებს პარლამენტარად წოდებული, ბექა ოდიშარია და მაკა ბოჭორიშვილის, ქალი პარლამენტარის, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლის პასუხი არის - შემწყნარებლობა და მიმღებლობა ბექა ოდიშარიას ამ კომენტარის მიმართ.

ეთიკის საბჭო სრულიად უმოქმედოა. არაფერს აკეთებს, არსებობს მხოლოდ ფურცელზე. რეალურად, ასეთი განცხადების გამო, უმრავლესობა უნდა ატოვებინებდეს მანდატს ოდიშარიას. მაგრამ, როდესაც ქალებს თავად ებრძვიან, კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება”, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა