თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრეზიდენტი - მინდა მივმართო „ოცნებას“ - დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის

ნახვები: 474 პრეზიდენტი - მინდა მივმართო „ოცნებას“ - დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის

მინდა მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს, გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ! დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარლამნტის მიერ, საარჩევნო სიებში გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

ამასთან, ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არაფერი აღარ აქვს არც ეროვნული და არც ევროპული.

„ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი „რუსული კანონის“, ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ, ინიცირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის, ალბათ, ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ - არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ. „ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა