კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპვის გამოიძიებას ითხოვს

ნახვები: 503 აშშ ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპვის გამოიძიებას ითხოვს

აშშ ისრაელის მხრიდან სწრაფ გამოძიებას ითხოვს თავდასხმაზე, რომლის დროსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა შეძლოს, უკეთ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები.

„ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. ისრაელელებმა გვითხრეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ აპირებენ ამ გამოძიების სწრაფად ჩატარებას. ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და დავინახოთ, რომ ისინი მიიღებენ რაიმე ზომებს, რათა მომავალში ეს არ განმეორდეს. მათ უნდა გააკეთონ მეტი, რათა დაიცვან ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები და ყველა მშვიდობიანი მოქალაქე. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვეუბნებით მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, – აღნიშნა მილერმა.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა