კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბექა ოდიშარია სალომე სამადაშვილს - წამომყევი და შენ თუ „ფსიქო“ მოგცენ, რაც გინდა ის მითხარი!

ნახვები: 662 ბექა ოდიშარია სალომე სამადაშვილს - წამომყევი და შენ თუ „ფსიქო“ მოგცენ, რაც გინდა ის მითხარი!

თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ „ფსიქო“ მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და აქამდე ვინც „ფსიქო“ მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა?! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს, რომელმაც ბექა ოდიშარიას ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა.

ოდიშარიას შეფასებით, რომელიც მან პარლამენტის პლენარულს სხდომაზე გააკეთა, სალომე სამადაშვილმა „ახალი ფსკერი დაიპყრო“.

„მე ვიცოდი, რომ ადამიანის აღზევებას და პროგრესს, სამწუხაროდ, აქვს საზღვარი, მაგრამ ვარდნას, რომ არ ჰქონდა ფსკერი, ეს ზუსტად ვიცოდი. დღეს მომსახურების ზონიდან, მგონი, ათეული წელია გასულმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ახალი ფსკერი დაიპყრო. ეს რა განაცხადა?! სალამს არ აძლევს არავის 10 წელია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მჯდომს მიესალმე! საით მიდიხარ? როგორ მოდიხარ? სახლში იციან აქ რომ ხარ ? და თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ "ფსიქო" მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და აქამდე ვინც "ფსიქო" მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა?! ასეთი ადამიანის, რომელიც არად დაგიდევს საერთოდ არც ადამიანის ღირსებას, პარლამენტის ხომ არ დაგიდევთ და არ დაგიდევთ, ოჯახი ამან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ. ეს კი არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი და მოქმედებს მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ, როგორი დიპლომატიც იყო, ისეთი წარმატებული პოლიტიკოსიც არის, ახალი სახე „ლელოსი“. მაგრამ ერთხელ მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს ამოუვათ ყელში და მერე ნახავ შენ ვინ და რისი ღირსია! მოგვეცით საშუალება, რომ ვიცხოვროთ და ვიმოღვაწოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ნუ გამოგვიყვანთ საბოლოოდ წყობიდან! დააკვირდით ერთი და ეს ადამიანი ლაპარაკობს ჩემზე და ჩემს გადამოწმებაზე? როცა გინდა და სადაც გინდა - ახლაც! თუ შენ ფსიქო მოგცეს რომელიმე ადმინისტრაციულმა ორგანომ, რაც გინდა ის მითხარი!“- განაცხადა ოდიშარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა