კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ბუჩუკური - რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი რუსული? - იმიტომ, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ჩვენი ქვეყნის მტერ რუსეთს და პარტნიორებს, მეგობრებს

ნახვები: 552 ანა ბუჩუკური - რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი რუსული? - იმიტომ, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ჩვენი ქვეყნის მტერ რუსეთს და პარტნიორებს, მეგობრებს

ქართველ ხალხს არ სჭირდება იმის ახსნა, ვინ არის ჩვენი სამშობლოს მტერი - თუკი ვინმეს გავლენებს უნდა ვებრძოლოთ, ეს არის პირველ რიგში რუსეთის ფედერაცია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე საბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი რეალურად, არ არის გამჭვირვალობა.

"ამ კანონს რუსული პროექტი დაერქვა არა იმიტომ რომ მე ასე ვფიქრობ, არამედ ქართველმა ხალხმა უწოდა ამ კანონპროექტს რუსული. იცით, რატომ არის რუსული? იმიტომ, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ჩვენი ქვეყნის ოფიციალურ მტერს, ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს და ოფიციალურ პარტნიორებს, მეგობრებს, როგორიც არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ არის ეს თავისი შინაარსით რუსული. ქართველმა ხალხმა ამ კანონს დაარქვა რუსული, იმიტომ რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება იმის ახსნა, ვინ არის ჩვენი სამშობლოს მტერი. ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი, ამიტომ თუკი ვინმეს გავლენებს უნდა ვებრძოლოთ ნეგატიურ კონტექსტში, ეს არის პირველ რიგში, რუსეთის ფედერაცია.

რაც შეეხება გამჭვირვალობას - გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ეხებოდეს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ხელისუფლებას, თანამდებობის პირებს," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა