კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნორვეგიის საგარეო უწყება - „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები ძირს გამოუთხრის საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას

ნახვები: 488 ნორვეგიის საგარეო უწყება - „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები ძირს გამოუთხრის საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას

ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებით, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას.

"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და ლგბტქი+ ადამიანების სტიგმატიზებას ახდენს. ის ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა