თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა გვჭირდება

ნახვები: 485 ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა გვჭირდება

საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად უკრაინას 25 Patriot ან ანალოგიური სისტემა სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„არ გეტყვით, რამდენი Patriot სისტემა გვაქვს. გეტყვით: უკრაინის სრულად დასაცავად, სამომავლოდ უკრაინას სასურველია 25 Patriot სისტემა ჰქონდეს, თითოში 6-8 კომპლექსი. საიდუმლოებს ვერ ვხედავ ამაში, ვინაიდან ყველა ჩვენმა პარტნიორმა უკვე ისედაც მშვენივრად იცის ამის შესახებ, წერტილებიც კი იციან, სად უნდა იდგას და მოქმედებდეს შესაბამისი სისტემები. Patriot სისტემები და ანალოგები. რამდენიმე ანალოგია მსოფლიოში, ისინი ასევე მშვენივრად მუშაობენ. სისტემური მიდგომა გვაქვს ამაზე, ის სრულად გათვლილია. კი, როგორც დიდი რაოდენობა ჩანს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაც ძალიან დიდია. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს სრულად დასაცავად, იმ რეგიონებისაც, რომლებიც არ ან თითქმის არ იბომბებიან, ჩვენი სახელმწიფოს სრულად დასაფარად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სტრუქტურაში ყველა სხვა სისტემასთან ერთად, რომლებიც გვაქვს, 25 Patriot სისტემა გვჭირდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეისთვის რუსული თავდასხმების ინტენსიურობა საკმაოდ მაღალია.

„დღეისთვის საჰაერო თავდაცვის მარაგი გვაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება ხვალ. ხვალ შეიძლება ასეთი ინტენსიურობა გაგრძელდეს - [მარაგები] არ გვეყოფა. ყოველ დღე თუ ისეთ დარტყმებს განახორციელებენ, როგორც ბოლო თვის განმავლობაში, შეიძლება რაკეტები არ გვეყოს, ეს ასევე პარტიორებაც იციან”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა