კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ

ნახვები: 559 ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ

უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი მესამე წელია მიმდინარეობს და ის დიდ გავლენას ახდენს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ორივე აბსოლუტურად ცხადად ვაცხადებთ: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დევიდ კამერონისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც The Telegraph-ი აქვეყნებს.

საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, დასავლეთს უკრაინისთვის მხარდაჭერის არ აღმოჩენის შემთხვევაში გაცილებით დიდი ხარჯის გაღება მოუწევს, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მოგერიებისთვის.

„გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ამაყობენ იმ მხარდაჭერით, რომელიც გავუწიეთ უკრაინას, დაწყებული უპრეცედენტო სანქციებით, პირველი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების, Scalp-ისა და Storm Shadow-ის კოორდინირებული მიწოდებით. კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დასამარცხებლად. მსოფლიო გვიყურებს - და განგვსჯის, თუ ვერ შევძლებთ“, - აცხადებენ დევიდ კამერონი და სტეფან სეჟურნე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა