Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუზე - არ ვეთანხმები მის მიდგომას

ნახვები: 502 ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუზე - არ ვეთანხმები მის მიდგომას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომას აკრიტიკებს და შეცდომად აფასებს.

„კარგი, გეტყვით, ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. არ ვეთანხმები მის მიდგომას. ვფიქრობ, რომ აღმაშფოთებელია ის, რომ ამ ოთხ, სამ მანქანას დაარტყეს დრონები და გამოიყვანეს გზატკეცილიდან, რომელიც არც საზღვრის გასწვრივ იყო და სადაც არც კოლონა მოძრაობდა“, - აღნიშნა ბაიდენმა ტელეარხ Univision-თან ინტერვიუში, როდესაც ის საუბრობდა World Central Kitchen-ის ავტომობილებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ისრაელს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს და რომ ჰუმანიტარული დახმარების არ გაგზავნას გამართლება არ აქვს.

„რასაც მე მოვუწოდებ არის ის, რომ ისრაელელებმა უბრალოდ მოითხოვონ ცეცხლის შეწყვეტა, დაუშვან მომდევნო ექვსი, რვა კვირის განმავლობაში ქვეყანაში შესული საკვებსა და მედიკამენტებზე სრული წვდომა. ვისაუბრე ყველასთან, საუდელებიდან დაწყებული იორდანიელებით და ეგვიპტელებით დამთავრებული. ისინი მზად არიან, შეიტანონ საკვები პროდუქტები და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების სამედიცინო და საკვები საჭიროებებით არ დაკმაყოფილებას გამართლება არ აქვს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა