Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯო ბაიდენი „ჰამასს“ მოუწოდებს, დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის უახლეს შეთანხმებას

ნახვები: 568 ჯო ბაიდენი „ჰამასს“ მოუწოდებს, დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის უახლეს შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ჰამასს“ მოუწოდებს, დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის უახლეს შეთანხმებას.

ამასთან, როგორც ბაიდენმა ღაზის სექტორზე საუბრისას განაცხადა, უხეში და პირდაპირი იყო ისრაელის პრემიერ- მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ, როდესაც ხაზს უსვამდა ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობას.

„ძალიან უხეში და პირდაპირი ვიყავი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ისევე, როგორც მის სამხედრო კაბინეტთან. საქმე ის არის, რომ მე და ნეთანიაჰუს ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ის დათანხმდა რამდენიმე რამის გაკეთებას, რაც დაკავშირებულია მეტი დახმარების მიწოდებასთან, როგორც საკვების, მედიკამენტების,  ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მნიშვნელოვნად შემცირებას რეგიონში განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებების დროს.

რაც შეეხება წინადადებას, რომელიც მაგიდაზეა, ბილ ბერნსი ხელმძღვანელობდა ჩვენს ძალისხმევას და მადლობელი ვართ მისი მუშაობისთვის. ახლა ეს „ჰამასის“ გადასაწყვეტია. ისინი უნდა დათანხმდნენ იმ წინადადებას, რომელიც გაკეთდა და როგორც ვთქვი, ჩვენ ამ მძევლებს სახლში მივიყვანთ. ფაქტია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა შედის ღაზაში, ეს საკმარისი არ არის, მათ მეტი სჭირდებათ. ასე რომ, ჩვენ ვნახავთ, რას გააკეთებს ნეთანიაჰუ ჩემს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ბილ ბერნსმა წარადგინა ახალი წინადადება ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ. სამეტაპიანი შეთანხმების პირველი ეტაპი ითვალისწინებს პალესტინელი ტყვეებისა და პატიმრების გათავისუფლებას 40 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა