კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეთიუ მილერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან

ნახვები: 532 მეთიუ მილერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „თქვენ მკაფიოდ განაცხადეთ, რომ ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროპულ გზას. ხედავთ დემოკრატიული უკუსვლის საქართველოში?“ პასუხად მილერმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე შეფასების გაკეთება შეუძლია, რაც წინა პრესკონფერენციაზე თქვა.

„მე არ მინდა, გავაკეთო ფართო შეფასება, გარდა იმ შეფასებისა, რომელიც ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით წინა დღეს გავაკეთე. კერძოდ, ჩვენ გვჯერა, რომ ის დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა