კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეთრი სახლი - აშშ-მა ირანს აცნობა, რომ დამასკოში საჰაერო თავდასხმაში არ მონაწილეობდა

ნახვები: 567 თეთრი სახლი - აშშ-მა ირანს აცნობა, რომ დამასკოში საჰაერო თავდასხმაში არ მონაწილეობდა

აშშ-მა ირანს აცნობა, რომ არ მონაწილეობდა დამასკოში, ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებზე საჰაერო თავდასხმაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონმა გააფრთხილა ირანი, რომ არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების ესკალაციის საბაბად.

„ჩვენ ვაცნობეთ ირანს, რომ აშშ არ იყო ჩართული დარტყმაში, რომელიც განხორციელდა დამასკოში. ჩვენ გავაფრთხილეთ ირანი, არ გამოიყენოს ეს დარტყმა რეგიონში ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის, ან აშშ-ს ობიექტებზე, ან პერსონალზე თავდასხმის საბაბად“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

აპრილის დასაწყისში სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვის დროს შვიდი ირანელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, ორი გენერალი დაიღუპა. ირანი პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

„ცხადია, რომ ჩვენ არ გვსურს ამ კონფლიქტის გავრცელება“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა