სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნახვები: 536 ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ და განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.

„სასამართლომ მიიღო ყოვლად არასამართლიანი, დაუსაბუთებელი და სამარცხვინო გადაწყვეტილება. დაცვის მხარე მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკვე მზად გვაქვს განცხადება ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს ლაზარეს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ეს იქნება სამოქმედო გეგმა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, სააპელაციო სასამართლოც, ჩვენი ვარაუდით, თუ პრეზიდენტმა არ შეიწყალა ლაზარე, დატოვებს ძალაში ამ დაუსაბუთებელ და არაკანონიერ განაჩენს. მოსამართლეს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა“, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.

ამასთან, როგორც ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი შვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღესვე მიმართავენ.

ლაზარე გრიგორიადისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2023 წლის მარტის აქციებისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს.

გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა