კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - „ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო, ლაზარე 9 წელი არ იქნება გამოკეტილი!

ნახვები: 569 ლევან ხაბეიშვილი - „ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო, ლაზარე 9 წელი არ იქნება გამოკეტილი!

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა, მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით წერს.

ხაბეიშვილის თქმით, მმართველის პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია განაცხადია შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან.

„შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან - ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9-წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა. „ძვირფასო“ ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ, დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით? მოტყუებით? ვერ იხსენებთ?! ჰოდა მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს”, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა