კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯო ბაიდენი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს

ნახვები: 564 ჯო ბაიდენი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს

ირანი თავს დაესხმება ისრაელს „უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად გარდაუვალი იქნება ირანის თავდასხმა ისრაელზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ არ სურს საიდუმლო ინფორმაციის დეტალებზე საუბარი, თუმცა იქვე აღნიშნა: „ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“.

კითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისთვის ახლა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ნუ ჩაიდენ ამას“.

„ჩვენ ერთგული ვართ ისრაელის დაცვაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით თავის დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე გამოცემა „აქსიოსმა” აშშ-ის მთავრობის სამ წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თეირანმა არაბული ქვეყნების მეშვეობით შეტყობინება გაუგზავნა ვაშინგტონს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში თუ ჩაერევა, რეგიონში ამერიკულ ძალებს თავს დაესხმებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა