კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ

ნახვები: 584 ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ

უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჩეხეთის მიზანია უკრაინას უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდოს.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის.

„ანალოგიურს [ინიციატივას] იმუშავებენ ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, ამაზე საფრანგეთიც საუბრობდა“, - აღნიშნა პაველმა.

მისი თქმით, უკრაინა საბრძოლო მასალის დიდ რაოდენობას საჭიროებს, ვინაიდან ზაფხულის თვეებში რუსეთის შეტევას ელის. პაველმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეორეხარისხოვანია, საიდან იქნება საარტილერიო ჭურვები და ვინ დააფინანსებს მათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა