კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვილი სანიოლი - მადლობა 26 მოთამაშეს და გულშემატკივარს, თქვენ ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში ყველაზე მძაფრი ემოციები მაჩუქეთ

ნახვები: 698 ვილი სანიოლი - მადლობა 26 მოთამაშეს და გულშემატკივარს, თქვენ ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში ყველაზე მძაფრი ემოციები მაჩუქეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გამოწვეული ემოციებისთვის ნაკრების ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს მადლობას უხდის.

„მადლობა 26 მოთამაშეს, რომლებმაც გამოიჩინეს უდიდესი დისციპლინა, შრომისუნარიანობა და სტაბილურობა. ასევე, მადლობა მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარს, თქვენ მაჩუქეთ ყველაზე მძაფრი ემოციები ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. მადლობა, მადლობა, მადლობა, საქართველო!“ – წერს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში გაიმარჯვა და საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ნახევარფინალში ლუქსემბურგს მოუგო (2:0), ფინალში კი პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა.

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეხვდება.

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა