თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა - „ნაპოლიმ“ „ფროზინონე“ ვერ დაამარცხა

ნახვები: 561 კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა - „ნაპოლიმ“ „ფროზინონე“ ვერ დაამარცხა

ნაპოლიმ“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ უმასპინძლა – შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი კვერნაძე სტუმართა განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.

ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად მე-10 წუთზე სცადა გოლის გატანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. მე-13 წუთზე კვარაცხელამ მეკარესთან პირისპირ ვიქტორ ოსიმენი გაიყვანა – ნიგერიელმა თავდამსხმელმა მეკარეს ვერ აჯობა.

„ნაპოლი“ მე-16 წუთზე დაწინაურდა – მატეო პოლიტანოს დარტყმის შემდეგ „ფროზინონეს“ მეკარეს გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. რამდენიმე წუთში კარში კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ტურატიმ ამჯერად საიმედოდ ითამაშა. 30-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მატიას სოულის მიერ დარტყმული პენალტი მერეტიმ აიღო.

ფროზინონემ“ ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა -​ სოულიმ ნეაპოლელთა მერეტის გადაცემა ჩაჭრა და ბურთი ვალიდ ხედირას გადააწოდა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ ხვიჩამ სცადა გოლის გატანა, მაგრამ პირველ შემთხვევაში მისი დარტყმული კარს ოდნავ ასცდა, მეორედ კი „ფროზინონე“ მეკარემ გაადაარჩინა. 64-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა – ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, კარის წინ დარჩენილმა ვიქტორ ოსიმენს ბურთს ფეხი მიარტყა და „ნაპოლი“ დააწინაურა – 2:1. მაგრამ 72-ე წუთზე „ფროზინონეს“ სწრაფი კონტრშეტევა კვლავ ხედირამ დააგვირგვინა და ანგარიში მეორედ გაათანაბრა.

75-ე და 76-ე წუთებზე ისევ კვარაცხელიამ სცადა „ნაპოლის“ დაწინაურება, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარე ტურატიმ საიმედოდ ითამაშა.

32 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 49 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა „ფროზინონე“ (27) მე-17 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა