კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პარლამენტთან გდდ-ის სპეცრაზმი გამოიყვანეს | შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

ნახვები: 739 პარლამენტთან გდდ-ის სპეცრაზმი გამოიყვანეს | შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს - განცხადებას ამის შესახებ გომელაურის უწყება ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი." აცხადებს შსს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წრეს დაარტყამენ, პარალელურად ვრცელდება კადრები, რომ ჩიტაძის ქუჩიდან ხელკეტებით შეიარაღებული გდდ-ის თანამშრომლები გამოიყვანეს. შსს-ს მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქანაც.

 

მთავარი არხი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა