Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

„ომიკრონის“ 1 200-მდე შემთხვევა, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14-ს დასჭირდა-თამარ გაბუნია

ნახვები: 396 „ომიკრონის“ 1 200-მდე შემთხვევა, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14-ს დასჭირდა-თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში „ომიკრონის" 1 200-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. მისივე ინფორმაციით, უმრავლეს შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა.

თამარ გაბუნიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონით" ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი ორჯერადად ვაქცინირებულია. ამასთან, ვაქცინაციის ეფექტურობაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბუსტერდოზა ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს თითქმის აორმაგებს.

„ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული. ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვაქცინაციის ეფექტურობა „ომიკრონის" წინააღმდეგაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. ბუსტერდოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს. „ომიკრონის" ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 200-მდეა. ამ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14-ს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ „ომიკრონით" ინფიცრებულთა დიდი ნაწილი იყო ორჯერადად ვაქცინირებული, ასევე გაკეთებული ჰქონდათ ბუსტერ დოზები", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა