პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდება
Anonymous - საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ
ამინდი 1-ელ მაისს
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა და ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა
"ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!" - მეუფე ზენონის მიმართვა
ინგოროყვას კლინიკის დირექტორი - ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა - თვალის მთლიანობა დარღვეული არ არის, თუმცა საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის
"ყურადღებით ვაკვირდებით აქციებს... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას" - სახდეპი
მეუფე ზენონი - ადამიანზე დიდი ფასეულობა ქვეყნიერებაზე არ არსებობს

რომან გოცირიძე „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე - ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის?

04.18.2024 | 13:22 ნახვები: 229

ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის? - საქართველოში ფულის გათეთრების შანსები გაუჩნდებათ, ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა? - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით განიხილება „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.

მისივე განცხადებით, კარგი იქნებოდა, მთავრობა დამდგარიყო საზოგადოების წინაშე და გაეცა პასუხი, „რატომ ხდება ფორსირებულად ოფშორებიდან ფიზიკური პირების მიერ ქონების გადმოტანის აქცია".

„ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობა ამოეფარა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და ის კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად მოულოდნელად, არის მთავრობის ინიციატივა. ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გადასახადების ჩამოწერას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა ილაპარაკეს, ბრიფინგები მოაწყვეს და ეს პოპულისტური გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ უნდოდათ გაესაღებინათ რაღაც, მთავრობის ზრუნვად ხალხზე, მაგრამ უცბად აღმოჩნდა, რომ ორ დღეში უნდა მივიღოთ კანონი, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის ოფშორში განთავსებული აქტივების, აქციების, წილების, ქონების, თვითმფრინავების, რა ვიცი კიდევ რა შეიძლება ითქვას, საქართველოში დაუბეგრავად გადმოტანის შესახებ. ფაქტი მინდა აღვნიშნო და კარგი იქნებოდა, რომ ამ კანონის რეალური ავტორი - მთავრობა დამდგარიყო აქ საზოგადოების წინაშე და გაეცა პასუხი, რატომ ხდება ფორსირებულად ოფშორებიდან ფიზიკური პირების მიერ ქონების გადმოტანის აქცია, თუ შეიძლება ასე ითქვას. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში - ხომ არ მოჰყვება ამას უკიდურესად გაუარესება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, საინვესტიციო კლიმატის, ეს გავრცელდება თუ არა და რა თქმა უნდა, ამით ისარგებლებს უამრავი ის პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის. აქ მოქალაქეობაზე არც არის საუბარი, რეზიდენტი გამოკვეთილი არც არის. საქართველოში ფულის გათეთრების შანსები გაუჩნდებათ, ხომ არ გადაიქცევა შავი ფულის სამრეცხაოდ ჩვენი ქვეყანა?“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ინიციატორთა ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჯამურად, დაახლოებით, 591 458 571 ლარს შეადგენს, მათ შორისაა, გადასახადი - 225 746 111 ლარი; ჯარიმა - 138 611 457 ლარი და საურავი - 227 101 003 ლარი.

„ფიზიკური პირები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ, მათ მიმართ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო პრაქტიკულად ვეღარ საქმიანობენ. წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მათ შესაძლებლობა ეძლევათ ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე განაახლონ საქმიანობა“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობისთვის მომზადებულ საგადასახადო ინიციატივას, პროექტის თანახმად, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა