კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უილიამ ბერნსი - უკრაინამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს

ნახვები: 471 უილიამ ბერნსი - უკრაინამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, თუ ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარებას ახლავე არ დაამტკიცებენ, ქვეყანამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს.

Politico-ს ცნობით, ბერნსმა კანონმდებლებს მოუწოდა, მიიღონ დამატებითი კანონმდებლობა, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. „იმ სტიმულით, რომელიც მოჰყვება სამხედრო დახმარებას, როგორც პრაქტიკულად, ისე ფსიქოლოგიურად, უკრაინელები სრულიად შეძლებენ 2024 წლის განმავლობაში გაუძლონ და ჩამოშალონ პუტინის ამპარტავანი შეხედულება, რომ დრო მის მხარესაა“, - აღნიშნა ბერნსმა, მაგრამ დასძინა, რომ თუ კონგრესი უკრაინისთვის დახმარებას არ დაამტკიცებს, არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლომდე დამარცხდნენ.

„არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლომდე დამარცხდნენ, ან თუნდაც პუტინი აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მას შეეძლო არსებითად უკარნახოს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პირობები“, - აღნიშნა ბერნსმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ახლა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ ომი.

”ეს ასევე ეხება სი ძინპინს ჩინეთში, მის ამბიციებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს ნამდვილად არის საკითხი იმის შესახებ, ესმით თუ არა ჩვენს მოწინააღმდეგეებს ჩვენი სანდოობა და სიმტკიცე და ესმით თუ არა ეს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს“, - აღნიშნა ბერნსმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა