პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს

ნახვები: 457 კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს

ეს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადება, რომლის თქმით, ხელისუფლებას რუსული სტილის კანონი "ძალით გააქვს" და არ გაუკვირდება, თუ პროცესი ბოლომდე მივა.

კახა კალაძის თქმით, კელი დეგნანის განცხადებები აცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას.

"ყოფილი ელჩის დამოკიდებულება როგორი იყო, გვახსოვს ყველას. ის აგრძელებს თავის განცხადებებს, რომელიც ყველაფერს არის აცდენილი. რაც შეეხება კანონპროექტს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ერთადერთი, რასაც მოითხოვს აღნიშნული კანონპროექტი, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რაში იხარჯება ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ვერ იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ. პირიქით, გამჭვირვალობა ყოველთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და ასე შემდეგ. ეს ადამიანი აგრძელებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ვისმენდით მაშინაც, როდესაც ელჩი იყო. როდესაც დიპლომატი ხარ, პოლიტიკაში ერევი და აკეთებ იმ ტიპის განცხადებებს, რასაც კელი დეგნანი აკეთებდა, ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობით არის არჩეული.

"როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება, პირველ რიგში, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. გამოვდივართ იქიდან, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი. ეს არის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი. შემდეგ უკვე სხვა ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვართ, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერება, რომ მაგრად ვიყოთ. ასეთი ძლიერი სახელმწიფოდ გვინდა ევროპული მომავალი. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება დაკავშირებული არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან. ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროპული მომავალი, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, - განაცხადა კალაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, ხელისუფლებამ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას.

"ვფიქრობ, ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ, რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებით. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს", - აღნიშნა დეგნანმა, რომლის განცხადების თარგმანს „ფორმულა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა