კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანდრიუს კუბილიუსი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ვინ არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ „ქართული ოცნება“?

ნახვები: 588 ანდრიუს კუბილიუსი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ვინ არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ „ქართული ოცნება“?

კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია, - ასე ეხმაურება ევროპარამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

„დეკემბერში ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ის ამბობს, რომ საქარრთველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია - „ქართული ოცნება“ რუსული სტილის კანონებს აწესებს, პროევროპელი ხალხი კი ქუჩებში აპროტესტებს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

„დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა