კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ -ლევან იოსელიანი

ნახვები: 382 ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ -ლევან იოსელიანი

შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატს არ იმსახურებს, რადგან მას 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ 113 ათასი ლარი აქვს წაღებული ისე, რომ პარლამენტში ერთხელ არ მოსულა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, შალვა ნათელაშვილი იყო პარლამენტის წევრი, რომელსაც პარლამენტის შენობაში ფეხი არ დაუდგამს და თითი თითზე არ დაუდია, თუმცა ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აქვს გატანილი, რაც არის სამარცხვინო საქციელი.

„თუ შალვა ნათელაშვილი ამ თანხას დააბრუნებს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რამდენად ლეგიტიმურია მისი პარლამენტში შემოსვლა. არ ვფიქრობ, რომ მანდატი გაძლევს უფლებას, ასე ხარჯო ხალხის ფული და ბიუჯეტის ფული პარტიულად თუ პერსონალურად წაიღო სახლში. დაუსვით კითხვა, როდის აპირებს დააბრუნოს 5 მილიონ 113 ათასი ლარი? ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც შალვა ნათელაშვილია, პოლიტიკურ დისკვალიფიკაციას იმსახურებენ და მათი დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. შალვა ნათელაშვილი იყო ყველაზე უტაქტო მაკრიტიკებელი ყველა იმ ადამიანის, ვინც პარლამენტში შევიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მან ყველა თავის სიტყვას გადააბიჯა", - განახცადა იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა