კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე - ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ 2012 წელს ის მოვიდა ერთადერთი დავალებით, საქართველოს ევროპული მომავალი დააკარგვინოს

ნახვები: 488 ანა წითლიძე - ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ 2012 წელს ის მოვიდა ერთადერთი დავალებით, საქართველოს ევროპული მომავალი დააკარგვინოს

გუშინ, ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ძალით მოყვანილ ხალხთანაც კი სიარული გაუჭირდა და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა - ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ 2012 წელს, ის მოვიდა ერთადერთი დავალებით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დააკარგვინოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მხარდასაჭერ შეკრებაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადებები გააკეთა.

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომელიც გუშინ რუსმა ოლიგარქმა გააკეთა, ნათლად და ღიად თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს საქართველოს ევროპული მომავალი არ ყოფილა, მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ღიად თქვა, რომ ის 2012 წელს ერთადერთი დავალებით მოვიდა და ეს დავალება არის საქართველოს ევროპული მომავალი დააკარგვინოს. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ იყო შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ძალით მოყვანილ ხალხთანაც კი თავისუფლად სიარული გაუჭირდა და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა, შემდეგ ისე წავიდა, რომ არცერთ რეალურ პრობლემაზე, რაც 12 წლის განმავლობაში იყო, არ უსაუბრია“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა