კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები ყველაზე ბოლოს უნდა შეეხოს სკოლებს-გამყრელიძე

ნახვები: 407 ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები ყველაზე ბოლოს უნდა შეეხოს სკოლებს-გამყრელიძე

ჩემი რეკომენდაციაა, თუ შეზღუდვები წესდება, სკოლებს უნდა შეეხოს ბოლოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პანდემიის პერიოდში, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ქვეყნების ეკონომიურმა განვითარებამ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო სერიოზული ანალიზი გაკეთებული სკოლებთან მიმართებაში. განათლების სამინისტროს მხრიდან მოყვანილი იქნება პროცენტი, რამდენია დღეს ონლაინრეჟიმზე, ძალიან პატარაა ეს პროცენტი. აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ჯერ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. ზოგადად, მთავარი სლოგანი სხვა სფეროებთან შედარებით სკოლებზე გადაწყვეტილება უნდა იქნას ყველაზე ბოლოს მიღებული და ყველაზე ადრე უნდა გავხსნათ სკოლები. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი გახლავთ ავტონომიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ. ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ყოფილიყვნენ აცრილი", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა