კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკა ბესელია - როცა ბავშვებს წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია

ნახვები: 405 ეკა ბესელია - როცა ბავშვებს წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია

როდესაც ბავშვებს წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან.

ბესელიას თქმით, ნათელია, რომ სრულიად ახალი მოცემულობა, ახალი რეალობაა, რომლითაც საზოგადოება ხედავს, რომ ახალი თაობა დგას ქვეყნის ინტერესების, მომავლის და საკუთარი მომავლის დასაცავად.

“ბოლო ოცი წელია ყველა პოლიტიკური პროცესის მონაწილე და ბევრი აქციის ორგანიზატორი ვარ და მე არ მახსენდება ამდენი ახალგაზრდა ქუჩაში ერთი კანონის წინააღმდეგ - ეს კანონი საკუთარი ქვეყნის მომავალთან ასოცირდება. არ მახსენდება, მათ შორის კრიტიკულ დღეებშიც კი, რომ ამდენი ადამიანი გამოსულიყოს, გარდა გამონაკლისი დღეებისა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სხვა რეალობაში ვართ. საქართველოში უკვე ევროპაა და ევროპაში საქართველო ამ თაობით შევა და სულ ტყუილად ჰგონია “ქართულ ოცნებას”, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს ზურგს შეაქცევს და კურსიდან გადაუხვევს. ეს არის სრულიად ახალი რეალობა, ახალი საქართველო ევროპულ გზაზე და თუ ვერ ხვდებიან, რომ უკვე ძალიან სევდიანი დასასრულისკენ მიდის “ქართული ოცნების” პოლიტიკური ისტორია, თვითონ ამას ძალიან მწარედ იგემებენ. აი, როდესაც ბავშვებს წყლის ჭავლებით, რეზინის ხელკეტებით და კუნთმაგარი ადამიანებით ებრძვი და ასე გინდა, რომ ისინი მოიგერიო, ეს მარცხია და მარცხი იყო 29 აპრილს, რაც აქ ხდებოდა”, - განაცხადა ბესელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა